geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, ბატონ მერაბ ხოხობაიას მოხსენება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ კონფერენციაზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8-9 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“.

კონფერენციაზე, თემაზე — „უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“, მოხსენებით წარდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია.

 

თარიღი: 09/10/2026